ჟურნალისტი ნილ ჰაუერი: თბილისი რუსული ქალაქია, ცოტა ქართველით

„ერევანში იგრძნობა რომ სომხური ქალაქია ბევრი რუსით, თბილისში იგრძნობა, რომ რუსული ქალაქია ცოტა ქართველით,“- კანადელი ჟურნალისტი თბილისში მის ბოლო ვიზიტზე საუბრობს და ამბობს, რომ გაკვირვებულია თბილისში რუსების რაოდენობით.

„საქართველოში რუსებს უვიზოდ შეუძლიათ შემოსვლა ისე, რომ მათი წარსულის შემოწმება არ ხდება. სწორედ ამიტომ დარწმუნებული ვარ რომ კრემლი მათ შორის სიამოვნებით ჩასვამს ე.წ. ცუდ კვერცხებს. ეს კი არამდგრად ვითრებას ქმნის.

განსაკუთრებით ეს საშიშია, იმ მხრივ, რომ ქართველებს არ აქვთ კარგი დამოკიდებულება რუსების მიმართ, ამის კი ძალიან მარტივად და კარგად გასაგები მიზეზები აქვს,“- ამბობს ნილ ჰაუერი