თეატრში მოწყობილი თავშესაფრიდან უკვე 130 ადამიანი გადაარჩინეს

უკრაინის ომბუდსმენმა, ლუდმილა დენისოვამ განაცხადა, რომ მარიუპოლში, დრამატულ თეატრში მოწყობილი თავშესაფრიდან უკვე 130 ადამიანი გადაარჩინეს.


რუსებმა თეატრის სარდაფი, რომელსაც ასობით მცხოვრები აფარებდა თავს, 16 მარტს დაბომბეს.
საქალაქო საბჭოს მონაცემებით, დღე-ღამეში ქალაქში 50-დან 100-მდე ჭურვს ყრიან. რუსეთის არმია ალყაში მოქცეულ მარიუპოლზე დარტყმებს ორი კვირაა ახორციელებს.