თურქეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ შეუერთდება

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებს, რომ თურქეთს არ სურს შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.

თურქეთის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, იბრაჰიმ ქალინმაც განაცხადა, რომ თურქეთი ამ ეტაპზე არ გეგმავს რუსეთის მიმართ რაიმე სანქციების გამოყენებას და ანკარასთვის მნიშვნელოვანია, რომ მოსკოვთან კომუნიკაციის ხაზი ღია იყოს.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ანკარამ რუსეთს სთხოვა, რომ გაეუქმებინა ბოსფორის სრუტეში იმ რუსული გემების გასვლის მოთხოვნა, რომლებიც შავი ზღვის ფლოტში რეგისტრირებული არ არიან, რაზეც მოსკოვი დათანხმდა.