თურქმენეთში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

თურქმენეთში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. პრეზიდენტობისთვის 9 კანდიდატი იბრძვის. მათ შორისაა პრეზიდენტის ვაჟი, „თურქმენეთის დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატი სერდარ ბერდიმუჰამედოვი.


თუქმენეთში 2577 საარჩევნო უბანია გახსნილი, კენჭისყრა 19:00 საათზე დასრულდება.


11 თებერვალს ქვეყნის პრეზიდენტმა, განაცხადა, რომ 63 წელს, მუჰამედ წინასწარმეტყველის ასაკს მიაღწია, ამიტომ გადადგომას და „ახალგაზრდა ხელმძღვანელებისთვის“ გზის დათმობას გეგმავდა.