ნაციონალური მოძრაობა ოპოზიციის ქოლგა პარტია გახდეს

პოლიტიკოსი გიგი უგულავა ინიციატივით გამოდის, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ოპოზიციური პარტიების ქოლგა პარტია გახდეს. უგულავა ამბობს, რომ ეს ენმ-ს უფრო მეტ ამომრჩევლისა და აქტიური მოქალაქის მხარდაჭერას მოუტანს.

ნაციონალური მოძრაობა არის იდეა, რომელიც მემკვიდრეა ეროვნული მოძრაობის ხაზის და დღევანდელობაში ებრძვის საბჭოურ გადმონაშთს, როგორიცაა ქართული ოცნება. აქედან გამომდინარე, ის არის დიდი პარტია და ქოლგა პარტია არის ტერმინი, რომელიც, მაგალითად, ამერიკაში გამოიყენება, სადაც არსებობს რამდენიმე ფრაქცია, რომლებიც ერთმანეთთან კონკურენციაშია. ეს კონკურენცია არის საჯარო, ღია.

ეს რეფორმა ნაციონალურ მოძრაობას კიდე უფრო მეტ ამომრჩეველს და მეტ პოლიტიკურად აქტიურ ადამიანს მოუყვანს. ისეთს, რომელსაც სურს, საბჭოთა კავშირი მართლა დავტოვოთ წარსულში”