უკრაინა 1 მილიონმა ადამიანმა დატოვა

უკრაინიდან ლტოლვილი ადამიანების რიცხვმა 1 მილიონს მიაღწია.
გაეროს ცნობით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, 1 კვირაზე ნაკლებ დროში, ქვეყნის მოსახლეობის 2%-ზე მეტმა საცხოვრებელი ადგილი დატოვა.


მასობრივი ევაკუაცია უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქიდან, ხარკოვიდან მოხდა, რომელსაც რუსული ჯარები ბომბავენ.


გაერო აცხადებს, რომ ადამიანების უმეტესი ნაწილი ბომბებს გაურბოდა და მატარებელს აფარებდა თავს, მაგრამ ბევრმა მათგანმა არც კი იცოდა სად მიდიოდა.