უკრაინული მხარის წარმომადგენელმა, დავით არახამიამ განაცხადა, რომ უკრაინა-რუსეთს შორის მოლაპარაკებების მე-5 რაუნდი გაიმართა.
მისი თქმით, ოფიციალური დელეგაციების შეხვედრა საათ-ნახევრის განმავლობაში, ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა. მოლაპარაკებების შესახებ დამატებითი დეტალები ცნობილი არ არის.
“შეხვედრა ონლაინ უკვე შედგა. საათ-ნახევრი იყო ოფიციალური შეხვედრა, შემდეგ გაგრძელდა სამუშაო ჯგუფების მუშაობა. დღეს მთელი დღე ვმუშაობთ”, – ამბობს არახამია.