უკრაინა უკვე სამმა მილიონმა ადამიანმა დატოვა

გაერო-ს ინფორმაციით, უკრაინა უკვე სამმა მილიონმა ადამიანმა დატოვა. ყველაზე მეტი, 1,8 მილიონი ადამიანი პოლონეთში გადავიდა. სამი მილიონიდან 1,4 მილიონი ბავშვია, ხოლო 157 ათასი უცხო ქვეყნის მოქალაქე.


ვარშავამ და კრაკოვმა განაცხადეს, რომ ამოწურეს ყველა შესაძლებლობა ლტოლვილების მისაღებად. ევროკომისიას მიმართა ჩეხეთმაც და ლტოლვილებისთვის მოდულური ტიპის სახლების გადაცემა ითხოვა.