Deprecated: Constant FILTER_SANITIZE_STRING is deprecated in /home/gobp9rjlxdh5/public_html/wp-content/plugins/wordpress-seo/src/conditionals/third-party/elementor-edit-conditional.php on line 22

Deprecated: Constant FILTER_SANITIZE_STRING is deprecated in /home/gobp9rjlxdh5/public_html/wp-content/plugins/wordpress-seo/src/conditionals/third-party/elementor-edit-conditional.php on line 28
უკრაინა ულტიმატუმებს არ შეგისრულებთ- ზელენსკი
Deprecated: strtolower(): Passing null to parameter #1 ($string) of type string is deprecated in /home/gobp9rjlxdh5/public_html/wp-content/plugins/wordpress-seo/src/generators/schema-generator.php on line 185

უკრაინა ულტიმატუმებს არ შეგისრულებთ- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ზელენსკიმ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთს ულტიმატუმებს არ შეუსრულებს და მთავრობა და ხალხი ერთიანია.

„ჩვენ წაგვიყენეს ულტიმატუმი, რამდენიმე პუნქტი- თქვენ შეასრულებთ ამას და შემდეგ ჩვენ დავასრულებთ ომს. ეს არასწორია, ამას არსაით მივყავართ. ეს საკითხი მხოლოდ მე არ მეხება, ის ეხება იმ ფაქტს, რომ მთავრობა და ხალხი ერთიანია. ამის ულტიმატუმით გაკეთება შეუძლებელია. ამას ფიზიკურად ვერ ვიზამთ. ჩვენ დავკარგეთ ხალხი. როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება? ჩვენ ყველა უნდა გავნადგურდეთ, მაშინ იქნება მათი ულტიმატუმი ავტომატურად შესრულებული. მაგალითად, მოგვეცით ხარკოვი, მარიუპოლი, კიევი. ვერც ხარკოვის, ვერც მარიუპოლისა და ვერც კიევის მცხოვრებლები და ვერც პრეზიდენტი ამას ვერ იზამს. ჩვენ ვხედავთ ოკუპირებულ ქალაქებში, მელიტოპოლში, ბერდიანსკში, როდესაც ისინი შედიან, ხალხი არ ნებდება. ისინი თავიანთ დროშებს აღმართავენ და ხალხი მათ ხსნის. მათ ადამიანი მოკლეს, თუმცა ხალხი ღამით მაინც მივიდა და დროშა ჩამოხსნა. რა გსურთ, ყველას განადგურება? სწორედ ამიტომ ვამბობ, ულტიმატუმის შესრულება მხოლოდ მაშინ შეიძლება, თუ ჩვენ არ ვიარსებებთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.