უკრაინაში 406 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

„ბიბისის“ ცნობით, ომის დაწყებიდან უკრაინაში 406 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 801 დაშავდა. მიზეზი ავიაიერიშები და დაბომბვებია.
დაღუპულთა შორის ერთი ჟურნალისტია.


ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ლიზ ტროსელი აღნიშნავს რომ, რეალურად ეს რიცხვი, სავარაუდოდ, გაცილებით მაღალია, თუმცა ზუსტი მონაცემების მიღება ვერ ხერხდება.


გაერო შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე უკრაინის მხარდამჭერი 12 700 ადამიანის უკანონო დაკავებებთან დაკავშირებითაც.