უკრაინაში საცხოვრებელი ათმა მილიონმა ადამიანმა დატოვა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, საცხოვრებელი ათმა მილიონმა ადამიანმა დატოვა.


„ვინც ომს აწარმოებს, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, მათ პასუხისმგებლობებს შორის არის ტანჯვა, რომელიც მიაყენეს სამოქალაქო პირებს, რომლებიც იძულებულნი არიან დატოვონ თავიანთი სახლები. უკრაინის ომი იმდენად დამანგრეველია, რომ 10 მილიონი ადამიანი გაიქცა – ან იძულებით გადაადგილდა ქვეყნის შიგნით, ან ლტოლვილია საზღვარგარეთ“, – განაცხადა გაერო-ს კომისარმა.