უკრაინელები ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრები არიან

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ უკრაინელები ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრები არიან.

ევროკავშირი ვალდებულებას იღებს, მხარი დაუჭიროს უკრაინელ ხალხსა და იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მათ მიიღეს.


„პროგრესი ევროპის თავდაცვაში მიღწეულია, თუმცა ორი კვირის წინ, ჩვენ სხვა სამყაროში გავიღვიძეთ. ჩვენ ვიწყებთ ძალიან ოპერატიულ სტრატეგიას, ჩვენ ასევე განვსაზღვრეთ, თუ როგორ შეგვიძლია შევქმნათ ევროპული ბაზა კიბერუსაფრთხოების გამოწვევებთან გასამკლავებლად“, – განაცხადა შარლ მიშელმა.