უკრაინელი ლტოლვილების რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა

ლტოლვილთა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისარის, ფილიპო გრანდის თქმით, საომარი მდგომარეობის დაწყების შემდეგ, უკრაინელი ლტოლვილების რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა.


უკრაინელი ლტოლვილთა უმეტესობა ( ნახევარზე მეტი) პოლონეთში გადავიდა, 140 000-ზე მეტი სლოვაკეთში, 190 000-ზე მეტი უნგრეთში, 80 000-ზე მეტი რუმინეთსა და მოლდოვაში, 100 000-მდე რუსეთში, 500-მდე კი ბელარუსში.


უკრაინის კრიზისი ევროპაში ყველაზე სწრაფად მზარდი ლტოლვილთა მიგრაციაა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.