ევროკავშირი და საქართველო 2021 წელს – საელჩოს საახალწლო მილოცვა

ევროკავშირის საელჩო საქართველოში, ქვეყანას დამდეგ 2022 წელს სპეციალური ვიდეოთი ულოცავს.

წლის შემაჯამებელ ვიდეოში, გასული 12 თვის მნიშვნელოვანი მოვლენებია ასახული. საუბარია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ჩართულობით გამართულ მედიაციის პროცესზე, ევროკავშირის მიერ ადგილობრივი არჩევნების მონიტორინგზე.