როგორც გიორგი მარგველაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ყოფილ პრეზიდენტებს შორის შეხვედრა ხვალ, 12:00 საათზეა ჩანიშნული.
ცნობილია, რომ პრეზიდენტებს შორის საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ დაწყებული ეროვნული თანხმობის პროცესი იქნება.
გიორგი მარგველაშვილმა, პენიტენციურ სამსახურს მსჯავრდებულ, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის მიზნით, შესაბამისი განცხადებით 20 დეკემბერს მიმართა. პენიტენციურმა სამსახურმა მოთხოვნა დააკმაყოფილა. მათი განმარტებით, მედპერსონალის რეკომენდაციის საფუძველზე, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეხვედრის გამართვის შესაძლებლობას იძლევა და სამსახურს წინააღმდეგობრივი პოზიცია არ გააჩნია.