ყველას ვპატიობ მათ დანაშაულს-ზაზა სარალიძე

11 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში დანმაშავედ ცნო მღვდელმსახურის შვილი გიორგი მენაბდე. მოზარდი სარალიძის მკვლელობიდან სამი წლის შემდეგ, 2021 წლის 15 აპრილს დააკავეს. მას 10 წლითა და ექვსი თვით პატიმრობა შეეფარდა.

დავით სარალიძის და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმე თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული საქმე გახდა.

მოსწავლეებს შორის მომხდარი სისხლიანი გარჩევის დროს დაღუპული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებული ყველა მოზარდის გათავისუფლებას ითხოვს. „ყველას ვპატიობ მათ დანაშაულს. დარჩა მხოლოდ ჩინოვნიკების დანაშაული. მოვითხოვ პროკურორების ფხაკაძის, გუგუშვილისა და ფიფიას პასუხისგებლობის საკითხი დადგეს“, – განაცხადა სარალიძემ.