ვახტანგ გომელაური : ყველა დაისჯება

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური 7 მარტს მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციას ეხმაურება და ამბობს, რომ პოლიციელებისთვის ტუალეტის ქაღალდისა და ფქვილის შეყრა მიუღებელია ამიტომაც ეს ადამიანები მკაცრად დაისჯებიან.


“მინდა მადლობა მოვუხადო ყველა იმ პოლიციელს, რომელიც დგანან და ვაჟკაცურად ითმენენ. 3-4 დღე ეს ადამიანები გარეთ არიან, რომ ჩვენი და ჩვენ ოჯახის უსაფრთხოება დაიცვან და დგანან იქ, და უკაცრავად და ტუალეტის ქაღალდებს, ფქვილს აყრიან და კეტჩუპებს ასხამენ. ეს არის ყოვლად მიუღებელი, არც ვიცი რა დავარქვა. ეს არის ძალიან არანორმალური საქციელი, ეს ადამიანები უნდა დაისაჯონ და დაისჯებიან მკაცრად და ყოველთვის ასე იქნება, ამას არ ვაპატიებთ არასდროს”, – თქვა გომელაურმა.


7 მარტს, მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართა. აქტივისტები და მოქალაქეები უკრაინის მიმართ საქართველოს მთავრობის პოზიციას აპროტესტებდენ.