ვიტალი კლიჩკო: კიევი თავდაცვისთვის ემზადება

კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ დედაქალაქი თავდაცვისთვის ემზადება.


„ჩვენ ვიზიდავთ დახმარებას, ვქმნით პროდუქტებისა და საქონლის აუცილებელ რეზერვს. ვაგროვებთ თანხებს ტერიტორიული თავდაცვისა და დამცველების აღჭურვილობის შესაძენად. მუშაობს ყველა კომუნალური სამსახური. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც დღეს გვეხმარება თავისი შრომითა და ძალისხმევით. მადლობა ჩვენს მამაც მცველებს! მადლობა მოხალისეებს! ერთად დავდგეთ! დიდება უკრაინას“, – განაცხადა კლიჩკომ.


კლიჩკოს თქმით, კიევი საომარი მდგომარეობის პირობებში აგრძელებს ცხოვრებას.
ქალაქის გასაძლიერებლად, კიევის მერიამ და საკრებულომ გადაუდებელი გადაწყვეტილებების მისაღებად სხდომაც გამართეს.