ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რადიაციის დონის ცვლილება არ ფიქსირდება

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ცნობით, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რადიაციის დონის ცვლილება არ ფიქსირდება.

სააგენტოს ცნობით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ადგილზე გაჩენილი ხანძარი არ შეეხო ძირითად აღჭურვილობას და პერსონალი შესაბამის ზომებს იღებს.

უკრაინული მხარის ინფორმაციით, რამდენიმე საათის წინ, ევროპაში უდიდეს, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს რუსული მხარის მიერ ინტენსიური დაბომბვის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა, რაც მთელ ევროპას უქმნიდა საფრთხეს.