ზელენსკი 16 მარტს აშშ-ის კონგრესს სიტყვით მიმართავს

ჩაკ შუმერმა და ნენსი პელოსიმ განაცხადეს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი 16 მარტს აშშ-ის კონგრესს სიტყვით მიმართავს.


„კონგრესი ურყევად უჭერს მხარს უკრაინას მაშინ, როდესაც უკრაინა პუტინის სასტიკი და დაუნდობელი აგრესიის ქვეშაა. კონგრესი ასევე მხარს უჭერს ისეთი კანონმდებლობის მიღებას, რომელიც რუსეთის ეკონომიკას ზიანს მიაყენებს და იზოლაციაში მოაქცევს“, – ნათქვამია აშშ-ის კონგრესის ლიდერების განცხადებაში.