ზელენსკი გაეროზე: ომია და არა კრიზისი

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში გაეროს მიერ თანამშრომლებისადმი გაგზავნილი შიდა იმეილის შესახებ ისაუბრა, რომელშიც მათ ურჩევდნენ, რუსეთის უკრაინაში შეჭრა არ მოეხსენიებინათ, როგორც ომი.

გაერო თავის ვებ გვერდზე უკრაინის მოვლენების შესახებ წერისას იყენებს სიტყვებს- “უკრაინის კრიზისი” .


“სავარაუდოდ, თქვენი ნახეთ ახალი ამბები იმის შესახებ, რომ, თითქოს, გაერო რუსულ შემოჭრას ომად არ აღიქვამს. ვიცი, რომ ამან არამარტო უკრაინაში, არამედ სხვაგანაც ბევრი გააცოფა.
ჩვენი გუნდის მადლიერი ვარ. ჩვენ ყველაფერი სწრაფად გავარკვიეთ და განმარტებები მივიღეთ. გაეროს სტრუქტურებში ტყუილი არ იქნება. აგრესორთან თამაშს არავინ დაიწყებს. ამ მოვლენებს ყველა „ომს” დაუძახებს, რადგან ეს სიმართლეა უკრაინაში კრიზისი კი არა ომია. ჩვენ არავის მივცემთ ჩვენი ხალხისა და შვილების ტანჯვის იგნორირების უფლებას”. – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.


ზელენსკის მიმართვამდე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ მისთვის დაუჯერებელია გაეროს მიერ კრემლის მსგავსი ცენზურის დაწესება სიტყვა ომთან და შეჭრასთან დაკავშირებით.