ზელენსკი: გლობალური ანტიპუტინური კოალიცია შექმნილია

გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე რეზოლუციის დამტკიცებას „ტვიტერში“ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, გამოეხმაურა, მისი თქმით, შედეგები ადასტურებს, რომ შექმნილია გლობალური ანტიპუტინური კოალიცია.


„მივესალმები გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ უპრეცედენტო უმრავლესობით რეზოლუციის დამტკიცებას ძლიერი მოწოდებით რუსეთის ფედერაციის მიმართ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ვერაგული თავდასხმა უკრაინაზე. მადლობელი ვარ ყველასი, თითოეული სახელმწიფოსი, რომელმაც სასარგებლოდ მისცა ხმა. თქვენ აირჩიეთ ისტორიის სწორი მხარე.


კენჭისყრის გამანადგურებელი შედეგები გაერო-ში აგრესორისთვის დამაჯერებლად აჩვენებს, რომ გლობალური ანტიპუტინური კოალიცია შექმნილია და ფუნქციონირებს. მსოფლიო ჩვენთან ერთადაა. სიმართლე ჩვენს მხარესაა. გამარჯვება ჩვენი იქნება“, – წერს ზელენსკი.


შეგახსენებთ, რომ გაერო-მ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრას გმობს და შეიარაღებული ძალების დაუყოვნებლივ გაყვანისკენ მოუწოდებს.