ზელენსკი რუს ჯარისკაცებს სახლში დაბრუნებისკენ მოუწოდებს

ზელენსკის თქმით, რუსეთს უკრაინაში ისეთი დანაკარგები ექნება, როგორიც არ ჰქონია სირიაში და ჩეჩნეთში, საბჭოთა ჯარებს კი ავღანეთში.


ზელენსკი ჯარისკაცებს, რომელთაც თვითგადარჩენის ინსტინქტი უმუშავებთ მოუწოდებს, რომ დაყარონ იარაღი და ჩაბარება ერჩივნოთ უკრაინის მიწაზე დაღუპვას.


,,ოკუპანტებო, დაბრუნდით სახლში! ასეთი შესაძლებლობა ჯერ კიდევ არის. შანსი აქვს თითოეულ ჯარისკაცს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე გადმოისროლეს, თითოეულს, ვინც ჯერ არ დაღუპულა, არ დაჭრილა ან ტყვედ არ ჩავარდნილა. რუსეთს უკრაინაში ისეთი დანაკარგები ექმება, როგორიც არ ჰქონია სირიაში, ჩეჩნეთში. არ ჰქონია საბჭოთა ჯარებს ავღანეთში.


თუ თქვენი ომი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გაგრძელდება, რუსი დედები იმაზე მეტ შვილს დაკარგავენ, ვიდრე სირიისა და ავღანეთის ომებში ერთად აღებული. რაში გჭირდებათ ეს? თითოეული რუსი ჯარისკაცი, რომელიც იარაღს დაყრის, მიიღებს შანს, გადარჩეს. მივმართავ მათ, ახალწვეულებს, რომლებიც ამ ომში მიატოვეს, იმ რუს ჯარისკაცებსაც, რომელთაც თვითგადარჩენის ინსტინქტი უმუშავებთ – დაყარეთ იარაღი. ასე უკეთესია, ვიდრე ჩვენს მიწაზე დაღუპვა.“