ზელენსკი : თქვენ თუ არ გაქვთ ძალა, რომ ცა დახუროთ, მომეცით თვითმფრინავები

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნატო-სგან თვითფრინავებს ითხოვს.
როგორც მან პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მსოფლიომ უნდა აჩვენოს სიძლიერე.


„თქვენ თუ არ გაქვთ ძალა, რომ ცა დახუროთ, მაშინ მომეცით თვითმფრინავები. ჩვენ თუ აღარ ვიქნებით, ღმერთმა არ ქნას, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი, საქართველო, მოლდოვა და პოლონეთი იქნებიან შემდეგი. ეს გაგრძელდება ბერლინის კედლამდე. დამიჯერეთ, მსოფლიომ უნდა აჩვენოს სიძლიერე“, – განაცხადა ზელენსკიმ.