ზელენსკი : ყველას იყიდან და დააშინებენ, ჩემს გარდა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანულ გამოცემა Die Zeit-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ იგი პუტინისთვის ნომერ პირველი მტერია, რადგან რუსეთს ყველას დაშინება და მოსყიდვა შეუძლია მის გარდა.


„რუსეთში ხედავენ სახელმწიფოს მეთაურს, პოლიტიკოსებს, ეკონომიკურ მაგნატებს. მათ იმედი აქვთ, რომ ყველას იყიდიან ან დააშინებენ, აი, ჩემს შესახებ კი ზუსტად იციან – არ გამოუვათ. ამიტომაც არის მუქარა. ყველაფერი მარტივადაა“, – აცხადეს ზელენსკი.


მისივე თქმით, თითოეული უკრაინელი იცავს ქვეყანას და სადაც ასეთი ერთობაა, იქ შეუძლებელია დამარცხება.


„პუტინის ხალხი არ იცნობს უკრაინას. უკრაინა ისეთია, როდესაც შენთან უკრაინაა, შენ უსაფრთხოდ გრძნობ თავს. ეს არის წესი, რომელიც დასავლეთშიც ბევრმა უნდა ისწავლოს“, – განაცხადა უკრაინის ლიდერმა.


ზელენსკის აზრით, პუტინი არც ბირთვულ იარაღს გამოიყენებს და მხოლოდ დასაშინებლად საუბრობენ ამაზე.


„ეს ბლეფია. ერთია, იყო მკვლელი, მეორეა, იყო თვითმკვლელი. ბირთვული იარაღის ნებისმიერი გამოყენება ნიშნავს დასასრულს არა მხოლოდ იმ ადამიანისთვის, ვინც მას გამოიყენებს, არამედ ყველაფრისთვის, რაც შეიძლება ამ ადამიანის ცხოვრებაში ძვირფასი იყოს“, – განაცხადა ზელენსკიმ.