ზელენსკიმ ბანკებში დეპოზიტების სრულად დაზღვევის დავალება გასცა

უკრაინის პრეზიდენტმა ცენტრალურ ბანკს და რადას უკრაინის ბანკებში არსებული დანაზოგების სრულად დაზღვევის დავალება მისცა, რათა ხალხს არ ეშინოდეს საკუთარი თანხების დაკარგვის. ამჟამად უკრაინაში 71 ბანკი ოპერირებს და დეპოზიტებს მხოლოდ ნაწილობრივ აზღვევს.

„კიდევ ერთი სიახლე, განსაკუთრებული დავალება მაქვს უკრაინის ეროვნული ბანკისთვის, სახალხო დეპუტატებისა და ჩინოვნიკებისთვის. მე მათ დავავალე მონახონ საკანონმდებლო შესაძლებლობა, რათა სახელმწიფოს ბანკებში გაკეთებული დანაზოგების 100%-იანი გარანტიის მიცემა შეეძლოს. არა – ნაწილობრივ, როგორც ეს ახლაა, არამედ მთელ დეპოზიტზე. ჩვენი ქვეყნის ნებისმიერ ბანკში, რათა ხალხმა არ დაკარგოს თანხა და ნებისმიერ მდგომარეობაში ამის არ შეეშინდეთ. ამიტომ ველით კონკრეტიკას, პროექტებს და გადაწყვეტილებებს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, უკრაინის უმაღლესმა რადამ ინიციატივის მხარდაჭერა არ უნდა გააჭიანუროს.