ზელენსკის განცხადების შეფასებისგან თავს შევიკავებ- კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე გამოეხმაურა საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით ზელენსკის მიერ გაკეთებულ განცხადებას და თქვა, რომ შეფასებისგან თავს შეიკავებს.

„ზელენსკის განცხადების შეფასებისგან თავს შევიკავებ. რადგან ქვეყანა ომშია, პირველ რიგში, მინდა, მშვიდობა ვუსურვო უკრაინას და უკრაინელ ხალხს, შეფასებებს შემდეგ გავაკეთებ,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ქართველი მოხალისეების უკრაინაში გამგზავრების საკითხთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ სახელმწიფო მოქმედებს მხოლოდ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.

„საქართველო ყოველთვის იმოქმედებს ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. პირველი ყოველთვის სახელმწიფოს ინტერესები იქნება. ასე არის დღეს და ასე იქნება ყოველთვის, ჩვენი ხელისუფლების პირობებში,“ – განაცხადა კახა კალაძემ.