ზურაბიშვილი: ეს უაზრო ომი უნდა დასრულდეს

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, უკრაინაში უაზრო ომი უნდა დასრულდეს. 21-ე საუკუნეში, შუაგულ ევროპაში წარმოუდგენელია ჟურნალისტებს ხოცავდნენ, მერებს იტაცებდნენ და ინფრასტრუქტურას ანადგურებდნენ.

„გუშინ უკრაინაში ამერიკელი ჟურნალისტი ძალადობრივად მოკლეს. მსოფლიო შეესწრო უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებას, მერების გატაცებას, ჟურნალისტებზე თავდასხმებს. ეს უაზრო ომი უნდა დასრულდეს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე“.